წესები და პირობები
- შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება BSP-ს ონლაინ მაღაზიაში!
აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის www.bspmarket.ge გამოყენებას, რომელსაც ოპერირებს ი.მ. სალომე დანელია ს/ნ (01005032782).
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად.
ჩვენსა და თქვენ შორის შეთანხმება მოიცავს აღნიშნულ წესებს, პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
თუ არ ეთანხმებით წესებს და პირობებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე info@bspmarket.ge იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან შესაბამისი გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე.
- კომუნიკაცია
ჩვენი სერვისის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ მიიღოთ სიახლეები ჩვენი ბრენდის შესახებ, ასევე მარკეტინგული, ან სარეკლამო მასალები და სხვა ინფორმაცია. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე, კერძოდ, ამის თაობაზე უნდა შეგვატყობინოთ ჩვენს ელ. ფოსტაზე info@bspmarket.ge
- შეძენა/ყიდვა
თუ გსურთ შეიძინოთ ჩვენი პროდუქტი, ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს გაგვიზიაროთ თქვენი შესაბამისი ინფორმაცია.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის, ან მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში, ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის დარეგისტრირებისას და სხვა.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
- შემადგენლობა/კონტენტი
ნებისმიერი ნივთი, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, წარმოადგენს BSP-ის საკუთრებას, ან აქვს გამოყენების ნებართვა. თქვენ არ გაქვთ უფლება გაავრცელოთ, შევცვალოთ, გადმოწეროთ, დააკოპიროთ, ან გამოიყენოთ აღნიშნული კონტენტი სრულად, ან ნაწილობრივ პირადი, ან კომერციული მიზნებისთვის წინასწარ წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი
მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაცია ხორციელდება მისი მხრიდან: ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების გზით, შესაბამისად კომპანია სრული და ეფექტური მომსახურეობის გაწევის მიზნით უფლებამოსილია დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის ზემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემები.
კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების სერვისით სარგებლობისას მომხმარებელმა კომპანიას დამატებით უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და მისამართი. აღნიშნული ინფორმაციის კომპანიისთვის გაზიარების გარეშე მომხმარებელი ვერ შეძლებს მიწოდების სერვისით სარგებლობას.
კომპანიის ოპერირებადი ვებგვერდის საშუალებით არ ხორციელდება განსაკუთრებული კატეგორიის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება.
კომპანია არ ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია საბანკო ოპერაციების წარმოებასთან. აღნიშნული ოპერაციების განხორციელებისას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი საფინანსო დაწესებულების მიერ.
შეკვეთის განთავსებასთან დაკავშირებით მომხმარებელი მიიღებს ავტომატურ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე,რის შემდეგაც მოხდება შეძენილი საქონლის ტრანსპორტირება.
- პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლება-მოვალეობები
მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების მიღების მიზნით მიაწოდოს კომპანიას მის შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია.
მომხმარებელს, როგორც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს იმის დადასტურება , მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები , დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა,უსასყიდლოდ მიიღოს კომპანიასთან დაცული მისი პერსონალური მონაცემი;
მოითხოვოს ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია , ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე ;
მოითხოვოს მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების , აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ ინფორმაცია;
მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ , მათ შორის , ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე , თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
მოითხოვოს კომპანიასთან დაცული თავისი პერსონალური მონაცემების ასლის გადაცემა;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი , არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება , განახლება ან /და შევსება
კომპანიას მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა , წაშლა ან განადგურება;
მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
ნებისმიერ დროს მოითხოვოს მარკეტინგული შეტყობინებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნის და პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავების შეწყვეტა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-8 მუხლის შესაბამისად.
ნებისმიერ დროს , ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა ან შეზღუდოს კომპანიის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რასთან დაკავშირებითაც უნდა აცნობოს კომპანიას ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@bspmarket.ge. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, ამგვარი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება. თუ მომხმარებელი არ ისურვებს პირადი ინფორმაციის გაცემას ან მოითხოვს ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს კომპანიის მიერ მომხმარებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ანგარიშის/პროფილის გამოყენება ან შესაბამისი მომსახურებების მიღება.
წარადგინოს პრეტენზია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა ან/და სასამართლოში.
- პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და შენახვის ვადა
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
კომპანია პასუხისმგებელია, რომ მიიღოს ყველა ორგანიზაციული და ტექნიკურ ზომა და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ და დაცულ იქნეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. კომპანია ატარებს კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები და ასევე ცდილობს პარტნიორული კავშირები დაამყაროს მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას. თუმცა კომპანია ვერ გასცემს გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას და მათი ისეთი ფორმით შენახვას, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის იდენტიფიცირებას,სანამ ეს საჭიროა ამ პოლიტიკაში მითითებული დამუშავების მიზნების მისაღწევად.
მმართველი კომპანიის მიერ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტისას, კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა წაშლას/განადგურებას წინამდებარე პოლიტიკით და კანონით განსაზღვრული წესის და ვადების შესაბამისად. პერსონალურ მონაცემთა წაშლა/განადგურება განხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
მომხმარებელმა გამოიხმო თანხმობა ან/და მოითხოვა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ასეთ შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა წაშლას/განადგურებას, თუკი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი მხოლოდ მომხმარებლის თანხმობა იყო;
კომპანია მონაცემების შენახვას ახორციელებს იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად, არაუმეტეს 3 (სამი) წლით.
მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ანგარიშის/პროფილის გაუქმების შემდეგ, მისი დეპერსონალიზირებული მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
- მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია, არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმების დღისა, კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეიტანოს მომსახურების ღირებულება.
ნივთის მომხმარებლისათვის გადაცემის მომენტიდან, მომხმარებელზე გადადის ნივთზე საკუთრების უფლება. მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე შეამოწმოს მიღებული ნივთი ვიზუალური/ხილული ნაკლის აღმოჩენის მიზნით.
- დაბრუნების პირობები
იმ შემთხვევებისთვის, თუ მოწოდებული პროდუქცია დაზიანებულია ან არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ მონაცემებს, ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის გამოცვლას ან თანხის დაბრუნებას ქვემოთ მოცემული პირობების შესაბამისად. დაბრუნების პირობები წარმოადგენს ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს. ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებზე დათანხმებისას თქვენ ეთანხმებით წინამდებარე დაბრუნების პირობებსაც.
- პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას იმ შემთხვევაში თუ:
პროდუქციას გააჩნია ქარხნული წუნი (რომელშიც არ იგულისხმება მექანიკური დაზიანება).
შეკვეთის ფორმირების დროს ჰიპერმარკეტმა დაუშვა შეცდომა, რის შედეგადაც მიიღეთ არასწორი მოდელი ან/და არასწორი მახასიათებლების მქონე პროდუქცია.
შეკვეთიდან 14 დღის ვადაში გადაწყვიტეთ შეძენილი პროდუქციის გაცვლა სხვა მსგავს მოდელში.
- პროდუქციის დაბრუნების პირობები
ი/მ სალომე დანელია მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას/შეცვლისას უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში, თუ: პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
პროდუქცია ექვემდებარება დაბრუნებას ყიდვიდან 14 დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ: არ არის დაზიანებული პროდუქციის შეფუთვა, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო იერსახე, სამომხმარებლო თვისებები, პროდუქცია არ იყო გამოყენებული.
პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანიის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
პროდუქტის დაბრუნების/შეცვლის დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები (პროდუქტი უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით ყუთით) და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კომპანია, მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხა
თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელს იმ საბარათო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, რომლითაც განხორციელდა ნივთის შესყიდვა. მომხმარებლის პროდუქტის ღირებულება დაუბრუნდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- მარეგულირებელი კანონი
წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად, ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.
- დასტური/თანხმობა
ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
- სხვადასხვა დებულებები
კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის ან დებულების გაუქმება / ბათილობა ან/და უკანონოდ გამოცხადება არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა პუნქტის ან დებულების ძალასა ან/და კანონიერებაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ იმდენად, რანდენადაც ეს იქნება კანონიერი და შესაძლებელი, მიიღებენ ყველა ზომას, რათა ჩაანაცვლონ გაუქმებული ან/და ბათილი ან/და უკანონოდ გამოცხადებული დებულება ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს და აღადგენს გაუქმებულ ან/და ბათილ ან/და უკანონოდ გამოცხადებული დებულების მიზანს;
ხელშეკრულებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა მხარეთა შორის ხელშეკრულებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას, მოლაპარაკებასა და მიმოწერასთან ან ნებისმიერ სხვა ზეპირ თუ წერილობით კომუნიკაციასთან მიმართებაში და მხარეთა არც ერთ წინასწარ განცხადებას, წინადადებას, შეთანხმებას თუ სხვა რაიმე სახის კომუნიკაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, არ აქვს სავალდებულო ძალა მხარეთათვის
კომპანია უფლებას იტოვებს დაამუშავოს მომხმარებლის მონაცემები, ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად
- დაგვიკავშირდით
გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების შესახებ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@bspmarket.ge